ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა არ იცის რა რაოდენობის პრემიები აიღეს მისმა მოადგილეებმა.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯავახიშვილმა აღნიშნა, ინფორმაციას გადაამოწმებს და ამის შემდეგ უპასუხებს ჟურნალისტების შეკითხვებს აღნიშნულ საკითხზე.
"ნამდვილად ვერ გეტყვით რა ოდენობის პრემიაზეა საუბარი. მოადგილეები კი იღებენ პრემიებს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი რა თანხა აქვთ აღებული. გადავამოწმებ და მოგახსენებთ", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილი.
newposts.ge