ივერიონი / რას აკვირდება აშშ საქართველოში?!

რას აკვირდება აშშ საქართველოში?!

ამერიკის შეერთებული შტატები ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება. ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტის, დავით ნიკურაძის კითხვას.

 

"ჩვენ ამ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, ყველგან და რა თქმა უნდა, საქართველოში, წარიმართოს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების დაცვითა, გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით",-აღნიშნა მარკ ტონერმა.

 

მისივე თქმით, ზოგადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება დადებითად აფასებდა საქართველოს თავისუფალ და პლურალისტულ მედიაგარემოს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული, როგორც სამაგალითო მთელი რეგიონისთვის. ამგვარად, ქმედებები, რომელიც ისე ჩანს, თითქოს ზღუდავს ამ გარემოს, მედიის თავისუფლებას ან მედიაპლურალიზმს, გულწრფელად გითხრათ, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ამას სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით", - განაცხადა მარკ ტონერმა.

7-10-2015, 10:54
უკან დაბრუნება