"თეა წულუკიანი თავისი აქტიურობით, შესაძლოა კონფიგურაციიდან ამოვარდეს, ვიღაც გააღიზიანოს და ბევრი მტერი გაიჩინოს", - აცხადებს მამუკა არეშიძე იუსტიციის მინისტრზე საუბრისას.
"ეს რეზოლუცია არის ჩვენი დიპლომატიური კორპუსისა და საპარლამენტო უმრავლესობის მწარე დამარცხება. მასში აუცილებლად ჩაიწერებოდა მოთხოვნა, რომელის მიხედვითაც, დაუყოვნებლივ უნდა გამოეშვათ ახალაია, მერაბიშვილი და უგულავა, როგორც პოლიტიკური პატიმრები. სწორედ თეა წულუკიანის ჩარევამ განაპირობა ის, რომ ეს მუხლი რეზოლუციაში აღარ შევიდა. ამიტომ იყო, რომ "ნაციონალები" გაგიჟდნენ სტრასბურგში თეა წულუკიანის დანახვაზე", - განაცხადა არეშიძემ.