ივერიონი / დაჭერები გრძელდება, ვინ იქნება შემდეგი?

დაჭერები გრძელდება, ვინ იქნება შემდეგი?

როგორც "ივერიონს" სარწმუნო წყარომ აცნობა, გახმაურებული დაჭერები ისევ გაგრძელდება. ამჯერად სამართალდამცავთა სამიზნე ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა იქნება.


უგულავას საქმესთან მიმართებაში, როგორც 18 ოქტომბერს სტუდია GNS-ის მიერ "კვირის რეპორტაჟში" გაკეთებულ სიუჟეტიდან გახდა ცნობილი, იგი და მისი უახლოესი გარემოცვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კოლოსალურ სახსრებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.


როგორც "ივერიონთან" წყარო აღნიშნავს, უგულავას ვოიაჟები ლას-ვეგასში პროკურატურისთვის არჩევნებამდეც იყო ცნობილი.


მისი თქმით: "ჩვენთვის ნათელი გახდა ყველა ის ფაქტი, რაც თბილისის მერიაში ხდებოდა. ასევე ცნობილი იყო ისიც, რაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის აპარატის ირგვლივ ვითარდებოდა. კერძოდ, მხედველობაშია მერაბიშვილის ბიზნეს-გარიგებები და მის მიერ გაწეული ლობირებები პრეზიდენტის კარზე, რაც ქვეყანას ფინანსურად უდიდეს ზარალს აყენებდა. ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, მოგვეხდინა რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის პოლიტიკური ნება არ არსებობდა.


როგორც სარწმუნო წყარო ირწმუნება, უახლოეს მომავალში "შეიკერება" სარჩელი თბილისის მერის გიგი უგულავასა და ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილზე.


იგივე წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, "დაჭერები" ვანო მერაბიშვილის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებსაც შეეხოს. რა თქმა უნდა, მათ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი და დღემდე არ არის მიცემული პასუხისგებაში.


ვალერი ვახანია

19-11-2012, 18:37
უკან დაბრუნება