თბილისის მერი დავით ნარმანია ოპონენტების მიერ, მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გადაცემაში "2030" პასუხობს. ნარმანია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მოუწოდებს, საკუთარ მოღვაწეობას გადახედონ და დასკვნები შემდგომ გააკეთონ.
"ჩვენს ოპონენტებს ვეტყვი, რომ პირველი - გაიხედონ უკან და დაინახონ თავიანთი წარსული, მეორე - ნახონ, რომ ჩვენი მთავრობა დებს უკეთეს შედეგებს და მესამე - თუ ვინმე ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ჩვენ სათანადოდ ვრეაგირებთ. ესაა დემოკრატიული მმართველობა. ეს ხომ მათი მმართველობის დროს არ ხდებოდა?! პირდაპირ კაბინეტებიდან ისროდნენ ადამიანებს, მერი საკრებულოში არასოდეს მიდიოდა, ანგარიშის წარდგენა არ ხდებოდა..." - განაცხადა დავით ნარმანიამ.