„ივერიონში“ დაიბეჭდა პარტია „თეთრების“ თავმჯდომარის, ბატონ თემურ შაშიაშვილის საკმაოდ პრომლემატური სტატია - „კაზინოები და ტოტალიზატორები სატანის იარაღია ჩვენს გასახრწნელად და დასასუსტებლად!“
სტატიას პოეტი, 5 შვილის დედა დალი ყარაულაშვილი გამოეხმაურა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ მის სასაზრებებს ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე.
კაზინოებისა და ტოტალიზატორების ასე მომრავლებამ და ამ გარყვნილებაში ახალგაზრდების ჩათრევამ (და არა მარტო ახალგაზრდების) ბევრი ოჯახის საძირკვლის შერყევა და დანგრევა გამოიწვია, იგი უცილობლად იწვევს, ასევე ქართველი დედების ფსიქიკის მოშლას და სულის ტრამვირებას.
მეუღლის გარეშე, უფრთოდ დარჩენილი ახალგაზრდა დედები, ვერ ახერხებენ შვილების სრულფასოვან აღზრდას - გაღიზიანებულები, მარტოობითა და ათასი ყოფითი პრობლემებით, ჯავრს ხშირად შვილებზე იყრიან ხოლმე და უმიზეზოდ უყვირიან უდანაშაულო ბავშვებს, რომლებიც ხანდახან მათ მყუდროებას არღვევენ! მესმის ერთი და იგივე, ”ნერვები არ მყოფნის, მომაშორეთ ეს ბავშვი”, ამ დროს, უდანაშაულო ბავშვი, დედას დასდევს და მხოლოდ სიყვარულს სთხოვს, ”ამიყვანე ლა, შენთან მინდა ლა”... ოჯახდანგრეულ, განადგურებულ დედას კი, მისი ნერვები არა აქვს. რა თაობა უნდა აღიზარდოს?! ვინ უნდა გადაარჩინოს ეს განადგურებული ქვეყანა, როდესაც მოდის ნერვებდაწყვეტილი დედების მიერ აღზრდილი, ნერვებდაწყვეტილი მომავალი თაობა?!
კაზინოები და ტოტალიზატორები ჩვენი მყარი და სრულფასოვანი ოჯახების ერთ-ერთი, მთავარი და გამანადგურებელი იარაღია. ამიტომ, ხელისუფლებამ, სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები, ამ დამანგრეველი, მართლაც სატანური იარაღის წინააღმდეგ. სასწრაფოდ უნდა შემცირდეს მათი რაოდენობა და გადატანილი იქნას, ქალაქებიდან და მჭიდროდ დასახლებული პუნქტებიდან მოშორებულ ადგილზე.
გარწმუნებთ ვისაც ფული აქვს აპარატებში გადასაყრელი, იქაც ეწვევა ამ ქვეყნის დამანგრეველ გასართობ ცენტრებს, სამაგიერეოდ მათი სტუმრების რაოდენობა შემცირდება შემთხვევით შეხეტებული ახალგაზრდების სახით, რომელიც ბოლო, ქეციანი ხუთლარიანით თამაშობს, ”ეგება მართლა მოვიგო რამე და გავმდიდრდეო”.
კაზინოც, რატომღაც, თითქოს ჩაწყობილივით, უმრავლეს შემთხვევაში, ახალ სტუმარს, ხუთი ლარით, სამას და ექვსას ლარს აგებინებს და იწყება მერე თავდავიწყება. მიჯაჭვულია ახალბედა მოთამაშე, აპარატზე და მისი მონა-მორჩილი ხდება, ახალი მოგების მოლოდინში. ეს საკითხი მართლაც ყურადღებას იმსახურებს.
გამოიღვიძეთ ხელისუფალნო! იღუპებიან ახალგაზრდები, რომელთა მხრებზეც საქართველოს მომავალი დგას! ესე იგი ჩვენი სამშობლო, საქართველო საფრთხეშია!