კმარა! კრიმინალებთან „მშვიდობიანი თანაარსებობა“!
კმარა, ხალხის გაბრიყვება!... მითუმეტეს ყველაფერს ხედავენ, ხვდებიან და თუ ჯერჯერობით ხმას არ იღებენ, არ ნიშნავს რომ ისინი ბრიყვები არიან!
კმარა, ამერიკისა და ევროპის კარნახით ქვეყნის მართვა! კმარა, მათი შიშით ძრწოლა და დამნაშავეების დაუსჯელი თარეში!
კმარა, „უმრავლესობაში შემძვრალი“ „ნაციონალებისა“ და სხვა ჯურის „მოპოლიტიკოსო“ არაპოლიტიკოსი მედროვეების თავხედობა!
კმარა, ხელისუფალთა უთავმოყვარეობის მოთმენა! მითუმეტეს, როცა ნაძირალები დასცინიან და უტიფრად აფურთხებენ!
კმარა, პატრიარქის შეურაცხყოფა! პატრიარქი მართლმადიდებლობასთან ასოცირდება ყველა პატიოსანი ქართველისთვის!
კმარა, ბიძინა ივანიშვილის უმოქმედობა! ის ჯერ კიდევ რჩება იმ „ხავსად“, რომელსაც უმწეოები და არა მარტო უმწეოები ებღაუჭებიან!
კმარა, ყოფილი „კმარელების“ ზღვარსგადასული თავხედობის მოთმენა!