ივერიონი / ჩვენს გაჭირვებას მივხედოთ! სირიის კრიზისს ამერიკა და რუსეთი მიხედავს, ევროპის „ლოცვა კურთხევით“, რასაკვირველია!

ჩვენს გაჭირვებას მივხედოთ! სირიის კრიზისს ამერიკა და რუსეთი მიხედავს, ევროპის „ლოცვა კურთხევით“, რასაკვირველია!

დარწმუნებული ვარ, პუტინსაც და ობამასაც ეყოფათ გონიერება ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს! 

 

ყოველშემთხვევაში ძალიან მინდა რომ, ასე იყოს! 

 

ლოგიკის ყველა კანონის თანახმად, ასეც იქნება! კარგით, 7 მილიარდი ადამიანი „ჯანდაბას“, მაგრამ საკუთარ თავს და ოჯახებს ხომ არ გაწირავენ? 

 

მესამე მსოფლიო ომი მართლა თუ დაიწყო, ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება - უბრალოდ, მზის სისტემას კიდევ ერთი „მთვარე“ დაემატება, ყოფილი პლანეტა დედამიწა. 

 

დიახ, ამ ორი ზესახელმწიფოს ინტერესები რეგიონში რადიკალურად განსხვავდება. ამერიკა დაინტერესებულია ბაშარ ასადის გადადგომით და სირიის ტერიტორიაზე ოპოზიციური ძალების გამარჯვებით! ამიტომ, ამ ოპოზიციას სამხედრო საქმეში „ათვითცნობიერებს“, ვინაიდან ასადი საკუთარი ნებით წამსვლელი არ არის - რას ამბობთ, 160 მილიონიანი რუსეთი უჭერს მხარს თავისი 250 ატომური ქობინით და 3000 ბალისტიკური რაკეტით! 

 

ობამა ინტენსიურად ბომბავს და ანადგურებს „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებს. ამ დროს, რუსეთი კასპიის ზღვის აკვატორიიდან ბალისტიკური რაკეტებს ბარაქის მიერ ნალოლიავებ სირიის ოპოზიციის სამხედრო ბაზებს უშენს „ბალისტიკას“, რაც პრქტიკულად ირიბი ომია რუსეთსა და ამერიკას შორის და რბილად რომ ვთქვათ, ამერიკისა და ევროპის შეშფოთებას კი არა, „კრუნჩხვებს“ იწვევს.

 

მეც და თქვენც ხომ ვიცით, რომ მსოფლიოში რუსეთი მხოლოდ ავადმყოფ კიმ ჩენ ინს უყვარს: კი ბატონო მსოფლიო ანგარიშს უწვს რუსეთს, მაგრამ სიყვარულის გამო არა, უბრალოდ ეშინიათ „ციმბირული დათვის“ და კოჭსაც იმიტომ უგორებენ. 

 

რას ვღებულობთ საბოლოოდ? 

 

საბოლოოდ ორივე „დერჟავა“ მიხვდა, რომ თუ ასე გაგრძელდა, კონფლიქტი არა მარტო გაღრმავდება, არამედ, მთელ მსოფლიოს მოედება, ამიტომ, სასწრაფოდ გადაყავთ შეიარაღებული დაპირისპირება დიპლომატიური მოლაპარაკების რეჟიმში. ჯერჯერობით ამ „აჯაფსანდალის“  გამო ყველაზე მეტად ევროპა დაზარალდა, სირიასა და რეგიონში ესკალაცია გაიზარდა, შესაბამისად, ლტოლვილთა რიცხვი ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან კატასტროფულად მატულობს. ეს ფაქტი, ანუ არაბი და აფრიკელი მილიონობით ლტოლვილის „ჩანერგვა“  ევროპის ქვეყნებში ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ქართველ „ემიგრანტ გასტარბაიტერებს“. 

 

მიუხედავად ყველაფრისა, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ჩვენი ქვეყნის ისედაც დაზაფრული მოქალაქეების კიდევ უფრო დაზაფვრა და დაშინება უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტური განცხადებებით!  

 

გუშინ „ნათელმხილველებმა“ წამოყვეს თავი „ვირტუალ ლენდში“! 

 

„ნათელმხილველებო“ მოეშვით „აპოკალიფტური სურათების ხატვას“! რბილად რომ ვთქვათ ასეთი „მოღვაწეობა“  უზნეობაა ამ კონკრეტულ სიტუაციაში! ისე პირადული არაფერი, უბრალოდ ვერ ვიტან, თვითმარქვიებს! 

 

გასულ საუკუნეში მეც მეგონა, რომ ნათელმხილველი ვიყავი, ბოლოს მე და ბონდო ქურდაძემ „შანსის“ ფურცლებზე არძინბა „გავაგორეთ“ და ამით დავამთავრეთ ნათელმხილველური მოღვაწეობა! 

 

ეხლა კი ხუმრობის გარეშე: დამიჯერეთ, გონიერება ეყოფათ მსოფლიო ლიდერებს და თუკი 1962 წელს მსოფლიომ კუბის კრიზისი დაძლია, მითუმეტეს 21-ე საუკუნეში ახლოაღმოსავლეთის კრიზისსაც მოევლება! მთავარია, დენი და გაზი არ გაგვიძვირდეს საქართველოში და როგორმე იქნებ პენსიონერებს პენსია გაეზარდოს! კიდევ ქართული ფეხბურთია მისახედი, დაგავიწყდათ?.. და კიდევ ორ მილიონამდე იძულებით ემიგრირებული ჩვენი მოქალაქე,რომლებიც შექმნილი ვითარების გამო „უკულტოლვილები გახდნენ“ და ლამის „იძულებით“ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტონ! 

 

„ჩტო სკაჯეტ ნა ეტატ შჩოტ, ტავარიშჩ პროროკ კაკულია? ააა?“ 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

9-10-2015, 11:06
უკან დაბრუნება