საქართველოს პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა.
103 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, ხოლო 49 პატიმარს სასჯელი შეუმცირდება.
"152 მსჯავრდებულიდან 14 ქალბატონია, 8 - არასრულწლოვანი. მათი უმეტესობა ძირითადად ნარკოდანაშაულისთვის იხდიან სასჯელს",- განაცხადა ქორიძემ.
შეწყალების კომისიის სხდომა 28-29 სექტემბერს გაიმართა, სადაც 910 მსჯავრდებულის საქმე იქნა განხილული.