საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გამოძიების მიზნით ჰააგის პროკურატურასთან აქტიურ მუშაობს აუცილებლად მიიჩნევს და გადაცემაში "2030" აღნიშნავს, რომ ამ საქმის გამოძიებით ყველაზე მეტად საქართველოა დაინტერესებული.
"ჩვენს ინტერესშია ჰააგის პროკურორთან თანამშრომლობა. საქართველოს პროკურატურაში ჩატარდა მასშტაბური, უპრეცედენტო გამოძიება და აქცენტი გაკეთდა ქართველების ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც გადავეცით ჰააგის პროკურორს." - აცხადებს თეა წულუკიანი.