ოფიციალურმა მოსკოვმა ღაზის სექტეორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოში სპეციალური რეზოლუცია წარადგინა.
„სერიოზული შეშფოთება უნდა გამოითქვას ღაზის სექტორში ვითარების გაუვარესების გამო. ამასთან, შესფოთებულები ვართ საკუთარი მოქალაქეების დაღუპვისა და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების არარსებობის გამო“, - ნათქვამია რუსეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციიდან ამოღებულია ისრაელის პირდაპირი დადანაშაულების ფაქტი. უკვე მეორე დღეა გაეროს უშიშროების საბჭო ვითარების სტაბილურობის მიზნით სხდომებს მართავს.
„ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებები“, - აცხადებს რუსეთის ელჩი გაეროში ვიტალი ჩურკინი.