ივერიონი / „ქართული პლატფორმა“: რატომ თხოვს საქართველოს მთავრობა „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას საქართველოს პარლამენტს?!

„ქართული პლატფორმა“: რატომ თხოვს საქართველოს მთავრობა „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას საქართველოს პარლამენტს?!

საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარადგინა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (შემდგომში: კანონპროექტი). კანონპროექტით (მუხლი 15) საქართველოს  სახელმწიფო   ბიუჯეტიდან ასიგნებების ჩამონათვალში საბიუჯეტო კლასიფიკაციის  კოდით 44 00 დასახელებულია „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“, 2016 წლისათვის 3,500.0 ათასი ლარის დაფინანსებითა და მომუშავეთა 90 კაციანი შტატით.

 

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ ტექსტში მოცემულია ბრჭყალების გარეშე, ე.ი. საქართველოს მთავრობა ცნობს რეალურად „სამხრეთ ოსეთის“ არსებობას, მეტიც,  ცნობს არა ზოგადად, აბსტრაქტულად, არამედ  მის „ადმინისტრაციასთან“ აქვს ოფიციალური, მატერიალური, ხელშესახები საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობა.

 

ამ უკანასკნელს ის საქართველოს მოსახლეობის ფულით აფინანსებს, ანუ აძლევს ფულს უკან დაბრუნების ვალდებულების გარეშე. 

 

ნიშანდობლივია, რომ საბიუჯეტო დაფინანსება უნდა აკმაყოფილებდეს  ხარჯვის  კანონიერების, მიზნობრიობის, ეფექტიანობის მოთხოვნებს.

 

არც ერთ ამ პრინციპს ეს ჩანაწერი არ აკმაყოფილებს, პირიქით ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

 

ს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (შემდგომში: „კოდექსი“) მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის „მხარჯავი დაწესებულებისა“ („პროგრამული კლასიფიკაციის პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია“. კოდექსი,მუხლი6.“რ“) და „საბიუჯეტო ორგანიზაციის“(„საბიუჯეტოორგანიზაცია – საქართველოსცენტრალური, ავტონომიურირესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული / მისიკონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის /ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია“. კოდექსი, მუხლი6.“ს“) ცნებების დადგენილ ნორმას.

 

ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ ნაწილში დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი პროგრამული კლასიფიკაციის მოთხოვნები. პროგრამული კლასიფიკაცია არის პრიორიტეტების, პროგრამების/ქვეპროგრამების ერთობლიობა (კოდექსი, მუხლი 8). მსგავსი რამ მოცემული არ არის კანონპროექტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია საქართველოს სახელმწიფო  ბიუჯეტის  პრიორიტეტები და პროგრამები (კანონპროექტი, მუხლი 14) შესახებ. ამით დარღვეულია კოდექსის მოთხოვნა, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს სხვასთან ერთად ინფორმაციას იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს (კოდექსი, მუხლი 38.3“ი“) და დამატებითი ინფორმაციას „ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ“ (კოდექსი, მუხლი 38.4.“დ“). „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ მიზნებსა და მათი საქმიანობის შედეგების განმსაზღვრელი ინდიკატორების შესახებ საქართველოს მთავრობის წინადადებებში არაფერია ნათქვამი ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და ინდიკატორების დანართში.

 

უფრო მეტიც, აქ  „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ შეყვანილია ჯგუფში „ინსტიტუციონალური განვითარება და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერა“, თუმცა, არაფერია ნათქვამი: რა ისეთი პოზიტიური კავშირი აქვს საქართველოს ან ინსტიტუციონალურ განვითარებასთან, ან მისი ინტერესების სამართლებრივ მხარდაჭერასთან „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას“, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან ფული უნდა იხადოს ქართველმა გადასახადის გადამხდელმა? შეიძლება უცნობი, უპროგრამო მხარჯავი სუბიექტი იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში? და სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 60 პირველი დონის სუბიექტიდან ერთი კოდი მას ეკავოს? აქ ვერავინ იტყვის, რომ ვერ შენიშნა (გარდა იმისა , ვისაც ბიუჯეტი არ წაუკითხავს).

 

ზემოთქმულის - „სამხრეთ ოსეთის“ მატერიალურად აღიარების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიმართ, პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა და დევნილთა (რომ არაფერი ვთქვათ საქართველოსათვის  შეწირულთა სულების) წინაშე ცინიკურია ბიუჯეტის კანონპროექტის სხვა ადგილას „საგარეო პოლიტიკის განხორციელების“ ნაწილში (პროგრამული კოდი 28 01) მოტანილი უზოგადესი ჩანაწერი, რომ მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი იქნება „საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით საქართველოს დეოკუპაციისა და ოკუპანტი სახელმწიფოს  მხრიდან საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისა და  სუვერენიტეტის პატივისცემის უზრუნველყოფა, ოკუპირებული ტერიტორიების  არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება“. (ხაზგასმა ჩვენია - ქპ).

 

თავრობა აქ ზედსართავი სახელებით ლაპარაკობს - „ოკუპანტი“, „ოკუპირებული ტერიტორიები“. რა ტერიტორიებია ეს? რა ეწოდება მათ?

 

„ოკუპირებული  ტერიტორიების  არაღიარების   პოლიტიკა“ შეიძლება შეთავსებულ იქნას „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებასთან? არაღიარება აღიარებით ისევეა რეალური, როგორც „შემწვარი ყინული“.

 

 

„ქართული პლატფორმა“

 

 

 

 

 

 

12-10-2015, 10:49
უკან დაბრუნება