ივერიონი / დიმიტრი ქუმსიშვილი:"გაზპრომთან" შეხვედრები ტექნიკური ხასიათის მატარებელია

დიმიტრი ქუმსიშვილი:"გაზპრომთან" შეხვედრები ტექნიკური ხასიათის მატარებელია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "გაზპრომთან" შეხვედრები ტექნიკური ხასიათის მატარებელია.

 

"გაზპრომთან" დაკავშირებით ჩემს კოლეგასთან, ენერგეტიკის მინისტრთან დავაზუსტე აღნიშნული საკითხი. ეს ეხება ტექნიკურ დეტალებს, ეხება იმ გაზის ტრანზიტს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაზე გადის. აქედან გამომდინარე, ვერანაირ პოლიტიკურ თუ სხვა მოტივაციას აქ ვერ შემოვიტან. აღნიშნული შეხვედრები არის ტექნიკური ხასიათის მატარებელი და ის ეხება იმას, რომ საქართველოზე გადის ტრანზიტული გაზი "გაზპრომით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

12-10-2015, 14:21
უკან დაბრუნება