„რისკის ზონა“ აქსიომას და აუცილებლობას, არ ნიშნავს... მითუმეტეს, ეს ჩემი მოსაზრებაა და თავს არავის ვახვევ. ჩემი ვარაუდით, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ახლო არმოსავლეთში, აფრიკასა და არაბეთში გავლენის მოპოვებისთვის გააფთრებით იბრძვის და ამ ბრძოლისთვის შტატებმა „ისლამური სახელმწიფო“ შექმნეს რუსეთის საპირწონედ, როგორც ოდესღაც ბენ ლადენი და ეროვნული წინააღმდეგონის ფრონტი ავღანეთში!
„ერთ დროს“ მათ მიერ შექმნილი და „ბოთლიდან“ ავღანეთში ამოშვებული „მილიტარისტული ჯინი“ კონტროლს აღარ დაექვემდებარა, მსოფლიო ბატონობა მოინდომა და „ნათლიმამა ამერიკა“ იძულეული გახდა გაენადგურებინა ბენ ლადენი!
იგივე მოხდა სირიაშიც! „ისლამური სახელმწიფო“ კონტროლს აღარ დაექვემდებარა და ამერიკა იძულებული გახდა არასასურველი რუსეთი მოკავშირე გამხდარიყო, როგორც „ერთ დროს“ სტალინი „დაუძმაკაცდა“ კაპიტალისტებს ფაშიზმისა და ჰიტლერის წინააღმდეგ.
მართალია, „რასიუ უმომ ნე პონიატ“ და ეს „ნეპონიატნი“ რუსეთი რომ იტყვიან „ჯეჯილობს“ ახლოაღმოსავლეთის საჰაერო სივრცეში - საჰაერო ოერიშები მიაქვს როგორც ისლამური სახელმწიფოს ბაზებსა და სამეთაურო პუნქტებზე, ასევე ამერიკელების მიერ ნალოლიავებ სირიელ ოპოზიციონერებზეც.
სირიის პრეზიდენტი, ბასარ ასადი „პუტინის კაცია“ და ცოცხალი თავით არ უთმობს ამერიკელებს. საქართველო მოქცეულია ცეცხლის რკალში და სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს უმაერთავი, თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც რუსეთი და არც ამერიკა ატომურ ენერგიას არ გამოიიყენებს.
სააკაშვილის „პრაგმატულ - რევანშისტული“ ძალები, თავისი იდეოლოგიური „ისკრათი“ „რუსთავი 2“-ით, გადამწყვეტი დარტყმისთვის ემზადება და ამ დარტყმის განხორციელება მეტად მოსახერხებელი და ხელსაყრელია საერთაშორისო კრიზისის ფონზე!
ეს არის „სუპერვერაგობა“ მათ მხრიდან! სამოქალაქო ომის პროვოცირება ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კრიზისის დროს მოსპობს არა მარტო ნაციონალების მოძულე პოლიტიკურ ძალას, არამედ მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს, რაც შესაძლებელია რუსეთმა ან ამერიკამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ჩვენი ქვეყანა მტლიანად გადააქციოს სამხედრო ბუფერულ ზონად!
რა შეგვიძლია ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს?
ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს, დიდი გამოცდილება შესძინა 90-იანმა წლებმა და თვალსაჩინოდ დაანახა, რომ სამოქალაქო ომი გრძელვადიან სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს, სრულ გაპარტახებას ნიშნავს, ამიტომ პირველ რიგში ყურადღებით უნდა ვიყოთ და არ წამოვეგოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი საყრდენი ორგანოს, „რუსთავი 2“-ის პროვოკაციებს!
იმედია მოქმედი ხელისუფლება არ ზის უმოქმედოდ, ჩემზე და თქვენზე მეტი ინფორნაცია გააჩნია და შესაძლო პროვოკაციებს და „შემოტევებს“ საკადრის პასუხს გასცემს!
თამაზ ჭეიშვილი