"სასჯელაღსრულების დაწესებულება არ არის არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანს შეეძლება ღირსების შელახვის გარეშე მოიხადოს სასჯელი." - განაცხადა ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა გადაცემაში "2030" სასჯელაღსრულების სამინისტროს შესახებ საუბრისას.
"2012 დან 15 წლამდე სისტემამ განიცადა ძირეული ცვლილებები მსჯავდებულთა და ბრალდებულთა უფლებების უზრუნველყოფის კუთხით, მოხდა სამარტოო საკანში გადაყვანის და განცხადებების განხილვის ვადების შემცირება, ევროპული სტანდარტების საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფა, ჯანდაცვის სისტემის შექმნა, რომელიც არაერთი ექსპერტის მიერ შეფასებულია, როგორც საოცრება...დღეს სისტემურ ხასიათს არ წარმოადგენს პატიმართა მიმართ დანაშაულებრივი მიდგომები. ხდება რისკების შეფასება და პატიმართა რისკების მიხედვით გადანაწილება, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა...
მოხდა საკანონმდებლო ცვლილებებიც. 40 კანონში შევიდა ცვლილება, დაიწერა ახალი კანონი პენიტენციალური სამსახურის შესახებ. რეგულაციებით და სამართლებრივი აქტებით, ჩვენ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
სისტემაში, სადაც 10200 პატიმარია, ბუნებრივია არის გადაცდომები, მაგრამ მთავარია, ჩვენ ამას არ ვმალავთ და სისტემას აქვს ბერკეტები, ეს აღმოაჩინოს და აღკვეთოს. რამდენიმე დირექტორი და პასუხისმგებელი პირი აღმოვაჩინეთ და ამისთვის, მათ მოიხადეს სასჯელი. კრიმინალური სუბკულტურის მქონე ადამიანებს აქვთ მაყურებლობის მოთხოვნილება, მაგრამ სისტემური მაყურებელი აღარ არსებობს."- განაცხადა მინისტრმა.