ქალაქის მერის მიმართ არაერთი შეკითხვა გვაქვს, მაგრამ იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი პროცედურის სახე მიეცეს, მტკიცებულებები უნდა გამოიკვეთოს.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხდა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, პროკურატურა ასევე ზედმიწევნით შეისწავლის თენგიზ გუნავას საჩივარსაც. "გუნავას დაკავების ორი ვერსია არსებობს. ერთი არის შსს-ს ვერსია და ერთი თავად გუნავასი. თუ გუნავას ან ნებისმიერი სხვა პირის დაკავებისას დარღვეული იყო დაკავებულის უფლებები, ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. ამიტომ ის საჩივარი, რომელსაც შემოიტანს ზედმიწევით შევისწავლით. დიდი იმედი მაქვს, რომ რაზეც ბატონი გუნავა მიუთითებს ისე არ მომხდარა, თუმცა ერთია _ მე რას ვფიქრობ და მეორე _ რას დაადგენს გამოძიება".
წულუკიანი ამნისტიის საკითხებსაც შეეხო და განაცხადა, რომ არსებობს მუხლები, რომლებსაც ამნისტია არ უნდა შეეხოს.
"ძალოვანი მინისტრები ვართ იმის მომხრე, რომ ამნისტია შეეხოს იმ პატიმრებს, რომელთა გამოშვებაც არ შეუქმნის საზოგადოებას კრიმინალის პრობლემას. გვაქვს ორი მიზანი: დაცული იყოს ადამიანისა და პატიმრების უფლებები და დაცული იყოს საზოგადოება კრიმინალისგან", _ ამბობს წულუკიანი