ივერიონი / კახა კალაძე:საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ გააჩნია

კახა კალაძე:საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ გააჩნია

რატომ დგას დღის წესრიგში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, არ მესმის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხი მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ. 

 

კალაძე აღნიშნული თემის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს და ამტკიცებს, რომ ენერგოუსაფრთხოებასთნ დაკავშირებით საქართველოს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. 

 

"რატომ დგას დღის წესრიგში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, არ მესმის. ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. თუ ვინმე კონკრეტულ პიროვნებებს, გარკვეულ დაჯგუფებებს უნდათ რაღაც პოპულისტური განცხადებების კეთება, ეს მათი ნება და საქმეა. მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, დღეს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა, თუ პრეზიდენტს აქვს ინტერესი, მე მზად ვარ, გამოვყო ჩემი მოადგილე, ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ადმინისტრაციას მივაწოდო დეტალური ინფორმაცია დღევანდელ ენერგეტიკულ მდგომარებასთან დაკავშირებით, ენერგოუსაფრთხოებასთან მიმართებაში საქართველოს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ამ თემაზე უადგილო განცხადებებისგან", - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

13-10-2015, 22:23
უკან დაბრუნება