ივერიონი / დავით საგანელიძე: "აბრეშუმის გზის ფორუმი"საქართველოს ეკონომიკაში სერიოზულ გარდატეხას გამოიწვევს

დავით საგანელიძე: "აბრეშუმის გზის ფორუმი"საქართველოს ეკონომიკაში სერიოზულ გარდატეხას გამოიწვევს

"საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, რომ "აბრეშუმის გზის ფორუმი" დიდი ეტაპის დასაწყისია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის.

 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და ჩინეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით, იმართება ფორუმი, რომელიც, ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკაში სერიოზულ გარდატეხას გამოიწვევს, რადგან ის ინტერესი, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს, ამ დიდი პროექტის, აბრეშუმის პროექტის ფარგლებში, არის ის გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ძალიან სწრაფად უნდა გაიაროს", - განაცხადა საგანელიძემ.

 

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსულია 500-მდე ჩინელი სახელმწიფო პირი, ბიზნესმენები, უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელები. ასევე ჩამოსულები არიან მონღოლეთიდან, ყირგიზეთიდან, ევროპიდან, არაბული და სხვა ქვეყნიდან.

 

"ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოსთვის შეუქცევადია, რადგან ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ის წერტილი რუკაზე, რომელიც იქნება ამ ქვყნებისთვის ყველაზე საინტერესო ინვესტიციების თვალსაზრისით. აქ ჩვენ ბევრ პროექტს გავივლით და განვიხილავთ. ბევრი მემორანდუმი შეიძლება გაფორმდეს უახლოეს ხანებში გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც ამ ფორუმს ექნება", - განაცხადა საგანელიძემ.

 

მისივე თქმით, ეს ფორუმი "საპარტნიორო ფონდისთვის" არის უმნიშვნელოვანესი, რათა მოინახოს ახალი ბიზნესები, ახალი მიმართულებები, რომლებიც ქვეყნებისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი.

 

"რაც შეეხება "საპარტნიორო ფონდს", რომელსაც მე ახლახან ჩავუდექი სათავეში, რა თქმა უნდა, ეს ფორუმი არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომ ჩვენ ვნახოთ ახალი ბიზნესები, ახალი მიმართულებები, რომელიც ქვეყნებისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ქართველი ბიზნესმენებისთვის, კომპანიებისთვის მოვძებნოთ სერიოზული პარტნიორები უცხოეთიდან", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

14-10-2015, 13:23
უკან დაბრუნება