თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანძაზე სანათების გამოცვლა აუცილებლობას წარმოადგენდა. მისი თქმით, ძველი და უხარისხო სანათების დიდი ნაწილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დამონტაჟდა, მწყობრიდან იყო გამოსული.
"ანძის დემონტაჟის სამუშაოები ჩვენ უკვე დავიწყეთ. ძველი, უხარისხო სანათების დიდი ნაწილი, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დამონტაჟდა, ერთი მხრივ, მწყობრიდან არის გამოსული, მეორე მხრივ, ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული იყო ის, რაც მათ დროს გაკეთდა. ამის დემონტაჟი იყო აუცილებელი. ჩვენ ჩავატარეთ კონკურსი და კონკურსის საფუძველზე საუკეთესო წინადადება შევარჩიეთ, ფასით ყველაზე მისაღები და ხარისხით ყველაზე საუკეთესო წინადადება, რაც დროში მოსწრებადი იყო. ყველაფერს ვაკეთებთ წესების სრული დაცვით იმისთვის, რომ ახალ წელს განახლებული და უფრო კარგად განათებული ანძით შეხვდეს ჩვენი დედაქალაქი და ეს საჩუქარი გავუკეთოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.