ივერიონი / ირაკლი ლექვინაძე: გიორგი არეშიძე აქტიურ სამუშაო პროცესშია

ირაკლი ლექვინაძე: გიორგი არეშიძე აქტიურ სამუშაო პროცესშია

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ დღეს თბილისის საკრებულოში ჟურალისტებს განუცხადა, რომ გიორგი არეშიძე მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას აგრძელებს. მისი თქმით, გიორგი არეშიძე დღესაც სამუშაო პროცესშია.


"ის დღესაც სამუშაო პროცესშია. ყველა ის დოკუმენტი, რასაც მერია ითხოვდა მის საგანმანათლებლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, მერიისთვის აქვს წარდგენილი. გიორგი არეშიძე შვებულებაში არ არის, აქტიურ სამუშაო პროცესშია", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

15-10-2015, 15:00
უკან დაბრუნება