ივერიონი / გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ახალი ეკონომიკური განვითარების სტადიის დასაწყისში ვართ!

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ახალი ეკონომიკური განვითარების სტადიის დასაწყისში ვართ!

საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა სტრატეგიული, ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 40 ქვეყნიდან არიან ჩამოსულები, მათ შორის, ძალიან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები როგორც აღმოსავლეთიდან, ასევე ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამხელა ინტერესი გამოიწვია ამ ინიციატივამ. საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს უნიკალური ისტორიული შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გახდეს მნიშვნელოვანი რგოლი ევროპასა და აზიას შორის კავშირის კუთხით. საქართველო, საკუთარი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით ევროკავშირთან, გახდა ძალიან საინტერესო ბევრი ქვეყნისთვის, რომელთაც არ აქვთ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ევროკავშირის ქვეყნებთან. ამიტომ ჩვენ ვართ ახალი ეკონომიკური განვითარების სტადიის დასაწყისში, სადაც ჩვენ უნდა ველოდოთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, როგორც ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე შორეული აღმოსავლეთიდან, ევროპიდან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

15-10-2015, 15:08
უკან დაბრუნება