ფარული კენჭისყრით დეპუტატები საპროკურორო საბჭოში შემავალ 4 წევრს აირჩევენ. მათგან ორი დეპუტატი იქნება 2 კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა შეარჩევს.
კვოტა ოპოზიციისთვის საბჭოში გათვალისწინებული არ არის.
4 წევრის არჩევის წესი პარლამენტმა ამ კვირის ბოლომდე დაჩქარბული წესით უნდა მიიღოს. ერთი და გადამწყვეტი ხმა საბჭოში კანონში შესული ცვლილებების თანახმად იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის. საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატურას კი იუსტიციის მინისტრი დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.