ივერიონი / ბარაქ ობამამ ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის პროცესი შეაჩერა

ბარაქ ობამამ ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის პროცესი შეაჩერა

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

 

ობამას განცხადებით, ავღანური უსაფრთხოების ძალები ჯერ კიდევ არ არიან საკმარისად ძლიერები, ქვეყანაში არსებული სტაბილურობა კი, ჯერ საკმაოდ მყიფეა.

 

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, არ დაუშვებს, რომ ავღანეთი ტერორისტებისთვის მშვიდ ნავსაყუდელად იქცეს, საიდანაც კვლავ ამერიკას შეუტევენ. ამიტომ, ავღანეთში მომავალი წლის ჩათვლით 9800 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, 2017 წლისთვის კი კონტინგენტის რაოდენობა 5500 ჯარისკაცამდე დავა.

16-10-2015, 11:31
უკან დაბრუნება