ივერიონი / ბარაქ ობამას განცხადებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს სირიის სტრატეგიის საკითხზე აზრთა სხვაობა აქვთ

ბარაქ ობამას განცხადებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს სირიის სტრატეგიის საკითხზე აზრთა სხვაობა აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს სირიის სტრატეგიის საკითხზე აზრთა სხვაობა აქვთ. მისი თქმით, მხარეები მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, თუ როგორ აღკვეთონ ინციდენტები სირიის საჰაერო სივრცეში ორი ქვეყნის ავიაციას შორის.

 

"პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ თუ იმას გააგრძელებს, რასაც ბოლო 5 წელიწადია აკეთებს, ანუ თუ ასადის რეჟიმს დაუჭერს მხარს, პრობლემა მოგვარდება", - განაცხადა ბარაქ ობამამ.

 

მისი თქმით, რუსეთი ბომბების საშუალებით სირიაში ვითარებას ვერ დაარეგულირებს.

 

"BBჩ"-ის ცნობით, გუშინ ბარაქ ობამამ სირიაში არსებული ვითარება აბუ დაბის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბენ ზაიდ ალ-ნაჰაიანთან განიხილა. სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ რუსეთმა ყურადღება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე უნდა გაამახვილოს.

 

17-10-2015, 10:39
უკან დაბრუნება