"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წამებაში მონაწილე პირთა სიას აქვეყნებს.
"ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ სამეგრელოში ხალხის გაუპატიურებაში, ყველა დასჯილია.
აი მათი სიაც: დავით ჩაგინავა (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი-გამომძიებელი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- კობა თოდუა (იგი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო დაკავების მომენტში) - 9 წლით პატიმრობა;
- გურამ ჭითანავა (შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მოქმედი თანამშრომელი იყო დაკავების მომენტში) - 6 წლით პატიმრობა;
- პაატა ქირია (შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- გიორგი ბულია (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- ირაკლი ახალაია (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი) - 2.3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- თემურ უბირია (ბრალდების ცნობით, ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ის ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას) - 7.6 წლით თავისუფლების აღკვეთა", - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში.