ივერიონი / რატომ გვაბოლებს NDI? ...ანუ, ჯალათ „ნაციონალებს“ მაინც ვერ გააპრავებთ!

რატომ გვაბოლებს NDI? ...ანუ, ჯალათ „ნაციონალებს“ მაინც ვერ გააპრავებთ!

...საერთოდ, რა ხილია ეს NDI? 

 

მოდით გავერკვეთ: აბრევიატურა - სახელწოდება NDI ასე იშიფრება: „Nაციონალური Dემოკრატიული Iნსტიტუტი“ – „National Democratic Institution“! 

 

ეს ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა და მისი ძირითადი ფუნქცია ამერიკის სასარგებლოდ  მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკურ საქმეებში ცხვირის ჩაყოფა გახლავთ - ამა თუ იმ ქვეყანაში, მათთვის სასურველი პარტიის იმიჯის შექმნა, პროცენტული მაჩვენებლების გაყალბებით! 

 

პრაქტიკამ  გვიჩვენა (საქართველოს მაგალითზე), რომ NDI - ს გამოკითხვისა და სოციალური კვლევების შედეგების სერიოზულად აღქმა, არასაერიოზულობაა, ვინაიდან „მისტერ ამერიკელ მკვლევარ სოციოლოგებს“ რომ დავუჯეროთ, 2012 წელს, როცა ხალხი ისტერიულად უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“, NDI - ს გამოუკვლევია და თურმე,„ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 11% უჭერდა მხარს (წარმოგიდგენიათ?), „ნაციონალურ მოძრაობას“ კი (დედის „საკრალურ“ ადგილებს რომ აგინებდნენ), 13%! 

 

აქედან გამომდინარე, უნებლიედ სურვილი გიჩნდება, მიხვიდე ამერიკის საელჩოსთან „რუპორით“ დადგე და იყვირო: „რა გინდათ, რატომ „გვაბოლებთ“ მაგ პრვოკატორი და აფერისტი NDI - ით, ჰაა?! შენ ის ქვეყანა არ ხარ, სადისტ სააკაშვილს და მის „ფაშისტ მწამებელ, კაცების გამაუპატიურებელ, ზონდერ სადისტებს“ მხარს რომ უჭერ და ყოველი „ნაცისტი დამნაშავის“ დაჭერაზე შფოთავ და კრუნჩხვებში ვარდები?

 

შენ ის არ ხარ, დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილზე, ძებნის გამოცხადების გამო „ტელნიაჟკაშემოხეულმა“ კივილი რომ მორთე, ღრმად „შეშფოთდი“: „დემოკრატიის შუქურა სააკაშვილს“ ეს როგორ გაუბედესო?! 

 

თქვენთვის, ამერიკელებისთვის, კაცის „გაუპატიურება“ ნორმაა, ქართველი კაცი კი ამას როგორც ტრაგედიას, უდიდეს შეურაცხყოფას, მორალურ გადაგვარებას ისე აღიქვამს! დაიმახსოვრეთ, ასი NDI რომ შემოუსიო ივერიას, მონაცემებისა და პროცენტების გასაყალბებად, მაინც არაფერი გამოგივათ! 

 

გადახედეთ საქართველოს  ისტორიას  პატივცემულოებო და თუ გადახედავთ დარწმუნდებით, რომ ქართული სულის გატეხვა არათუ ადვილი, შეუძლებელია!

 

ის, რაც ვერ შეძლო თემურ ლენგმა ,მურვან ყრუმ,შახ აბასმა,სულთან სულეიმანმ - ბრწყინვალემ, მაკედონელმა და ათასი ჯურის კაციჭამიამ, როგორ ფიქრობთ, თქვენ შეძლებთ ბოლომდე დააჩოქოთ ქართველი ერი?! 

 

ქართველი თუ გიღიმის, გულით გიღიმის, თუ ცრემლი მოეძალა ესეც გულიდან მოდის! დღეს ქართველებს მსოფლიოში  ორი ქვეყნის ეშინიათ! ეს ორი ქვეყანა სიცრუესა და სიყალბეზეა დაფუძნებული და იმდენი სისხლი დაუღვრია და ისეთი „კოცონები“ გაუჩაღებია, სატანასაც შეშურდება! ეს ორი ქვეყანა, ამერიკა და რუსეთია. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან  პლანეტის მთავარი „მაყურებლის“ როლის მოსაპოვებლად! 

 

1945 წლის შემდეგ, რაც ამერიკელებმა ატომური ბომბებით შური იძიეს იაპონელებზე პერლ ჰარბორის დაბომბვის გამო, სადმე თუ „ცხელი წერტილები“ გაჩნდა და გადატრიალებები მოეწყო, სულ ამერიკის და რუსეთის „ნაჩალიჩებია“! 

 

დიახ, თქვენ გახლიჩეთ კორეელი ხალხი და დააქციეთ ლამაზი კორეა! თქვენ გადაწვით მშვენიერი ვიეტნამი და გაჟლიტეთ საცოდავი ვიეტნამელები! თქვენს კისერზეა ლაოსელების, კამბოჯელების, ავღანეთის პრეზიდენტის და მისი ოჯახის განადგურება (თქვენი და რუსეთის კისერზეა)! ისიც, მთელმა დუნიამ იცის, რომ ამერიკელებმა გააგორეს  სადამ ჰუსეინი, კადაფი და... და ვინ იცის კიდევ ვინ არა! ამერიკელებმა, ინდიელ აბორიგენებს გენოციდი მოუწყვეს... და დღეს, როცა მთელი საქართველო გაოგნებულია ქართველი „ნაციონალ - ფაშისტების“ გაუგონარი სისასტიკის ხილვით, თქვენ ამას აინუშშიც არ აგდებთ და ალბათ ახალ მოკავშირეებს ეძებთ, დისკრედიტებული და ბოლომდე მხილებული სატელიტური ორგანიზაციის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩასანსაცვლებლად! 

 

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს „სტარში ლეიტენანტს“ J.B.-ს - სიმთვრალეში წამოცდა, მაკკეინი მიშას „გაგორებას“ აპირებს, რადგან ძალიან ბევრი რამე იცის და დაგვღუპავსო! 

 

ისე, როგორც მგლის მოთვინიერება და ცირკში გამოყვანა არ შეიძლება, ისე ამერიკის და რუსეთის ნდობაც არ შეიძლება! 

 

მოკლედ, დაგვანებეთ თავიმ, ერთმაც და მეორემაც! ჩვენ მივხედავთ ჩვენს „სანუკვარ მამიდას“! 

 

ნუ ცდილობთ ქართველი კაცის და ქალის თქვენს ყაიდაზე გადაყვანას! საბოლოოდ მაინც  არაფერი გამოგივათ! ფიზიკურად რომ გვჯიჯგნოთ, სულს მაინც ვერ შეეხებით! ქართული სული საოცარი ფენომენია, უხილავი, მოუხელთებელი და უკვდავი! 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

19-10-2015, 11:22
უკან დაბრუნება