ივერიონი / რა საბიუჯეტო რესურსი გაიფლანგა გუდაურის განვითარებისთვის?

რა საბიუჯეტო რესურსი გაიფლანგა გუდაურის განვითარებისთვის?

„გუდაურის განვითარების ფონდმა“ კომპანიას 6 მილიონ ორასი ათაი ლარი დაბა გუდაურში, ახალი სოფლის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის გადაურიცხა. მშენებლობა 31 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სასტუმრო ჯერაც არ არის აშენებული“.


ამის შესახებ თბლისის საკრებლოს ფრაქცია  „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს  განუცხადა და მათ  „გუდაურის განვითარების ფონდის“ მიერ  შპს  „ჯორჯიან განს-თან“ გაფორმებული ხელშეკრულება გააცნო.


მისი თქმით, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულია განკარგულბა, რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური აწერს და რომლის მიხედვითაც, ფონდს ტენდერის გარეშე, ექსკლუზიურად, შეზღუდულ ვადებში საქმიანობის განხორციელების უფლემა მიეცა.


ზაზა გაბუნიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ დასრულდა მშენებლობა დადგენილ ვადებში და რატომ შეირჩა გამოცდილების არმქონე კომპანია მსხვილბიუჯეტიანი პროექტის განსახორციელებლად.

„აშკარად ჩანს ვალდებულების შეუსრულებლობა. გვაქვს  საფუძველი ვივარაუდოთ, რომ დიდი რაოდენობით საბიუჯეტო რესურსია გაფლანგული. ეს ფული კი ეკუთვნის ხალხს და ამის გასარკვევად პოლიტიკურ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ. საინტერესოა, რატომ არ დააყენეს ეს საკითხი ხელშეკრულებისა და კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ამ შეკითხბებზე პასუხის გასაცემად, ჩვენ „გუდაურის განვითარების ფონდის“ მესვეურებს პარასკევს, 23 ნოემბერს  ვიწვევთ ოპოზიციური ფრაქციების გაფართოებულ სხდომაზე“, - ამბობს გაბუნია.

„ქრისტიან-დემოკრატების“  ამ განცხადებას თბილისის მერია გამოეხმაურა.  „გუდაურის განვითარების ფონდის“ უფროსის მოადგილემ  ნიკა გრძელიძემ სააგენტო „ივერიონთან“  საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანია „ჯორჯიან-განსი“  არ არის გამოუცდელი კომპანია  და იგი გუდაურში სხვა სასტუმროსაც აშენებს.


„ყველა სამუშაო „ჯორჯიან-განსის“ მიმართ  „გუდაურის განვითარების ფონდის“ მიერ შესრულებულია. შესრულებული სამუშაოები  ანაზღაურებულია და ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა დეკემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება კი 5 მილიონ ორასი ათასი ლარია“, - განმარტა ნიკა გრძელიძემ. 

20-11-2012, 14:25
უკან დაბრუნება