ივერიონი / ვალერი ხაბურძანია: თუ რესპუბლიკელები "ქართული ოცნების" ალიანსში დარჩებიან, ხალხს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

ვალერი ხაბურძანია: თუ რესპუბლიკელები "ქართული ოცნების" ალიანსში დარჩებიან, ხალხს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

"თუ მომავალ არჩევნებში რესპუბლიკელები "ქართული ოცნების" ალიანსში დარჩებიან, ხალხს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - მისცეს თუ არა ხმა "ქართულ ოცნებას", - განაცხადა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში. ვალერი ხაბურძანიას თქმით, რესპუბლიკელები თავიანთ ინტელექტსა და შესაძლებლობებს რეალური ხელისუფლების ხელში ასაღებად იყენებენ. "და ამას ახერხებენ კიდეც", - აღნიშნავს ხაბურძანიას.

 

უშიშროების ყოფილი მინისტრი თავდაცვის მინისტრზეც საუბრობს და ამბობს, რომ თინა ხიდაშელის მიმართ ის დადებითად იყო განწყობილი.

 

"მის მიმართ დადებითად ვიყავი განწყობილი და როცა ჩემი დამოკიდებულება ერთ ადამიანთან გამოვხატე. მითხრა ეგ იგივე ბოკერიაა - ოღონდ კაბაშიო. იმედია საწყენად არ მიიღებს თინა. პიროვნულს არ ვეხები, ეს წმინდა პოლიტიკური შეფასება გახლავთ", - განაცხადა ხაბურძანიამ.

20-10-2015, 21:39
უკან დაბრუნება