ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე განუცხადა, რომ საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია.
"პარლამენტის წევრებთან და დაინტერსებულ პირებთან ერთად, ასევე იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც საკუთარი, ვთქვათ, მაკროეკონომიკური პროგნოზები აქვთ, დავსხდებით, გავივლით მათ პროგნოზებს, ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ვარიანტს.
არ გავურბივართ სიძნელეებს, მაგრამ გეტყვით, რომ საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია. მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ზე მეტის მობილიზებაა დაგეგმილი მომავალ წელს გადასახადების სახით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.