ივერიონი / ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან, სადაც ნატო-საქართვლოს კომისიის სხდომა გაიმართება.


ქართული დელეგაცია ახალი შემადგენლობით სხდომას პირველად ესწრება. დაგეგმილია ნატოსთვის მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაცნობა.


კომისიის სხდომა მთელი ხუთი წლის განმავლობაში ინტენსიურად იმართება და მხარეები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა, უსაფრთხოების, სამართლებრივ, განათლებისა და სხვა საკითხებს განიხილავენ.

20-11-2012, 15:57
უკან დაბრუნება