ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ირაკლი ორქუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც "ივერიონის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სასამართლო პროცესს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა წარმართავს.
წინასწარი ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად სასამართლოზე კიდევ 7 ადამიანის საქმე განიხილება, რომლებიც უკანონო სამხედრო ფორმირებების შექმნაში არიან ეჭვმიტანილები.
ოქრუაშვილის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის 1-ი ნაწილით განიხილება, რომელიც უკანონო ფორმირებების შექმნასა და ხელმძღვანელობას ითვალისწინებს.