ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: როგორც ჩანს, უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით

გიორგი მარგველაშვილი: როგორც ჩანს, უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მასთან შეხვედრისკენ მოუწოდებს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველმა პირმა მედიასთან კომენტარი გუშინ საღამოს გააკეთა. 

"როგორც ჩანს, უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს, მათთვის მისაღებ ფორმატში შემხვდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

24-10-2015, 10:48
უკან დაბრუნება