საპარლამენტო უმრავლესობა "რუსთავი2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ამზადებს. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, ეს განცხადება ორშაბათს გახდება ცნობილი.
"ვამზადებთ განცხადების ტექსტს უმრავლესობის სახელით, რომელსაც ორშაბათს გაგაცნობთ. ეს ეხება "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ეს არ იქნება საგანგებო განცხადება. საგანგებო განცხადება მზადდება რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში. ეს იქნება კარგად მომზადებული განცხადება, რომელსაც რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებთ და სადაც სრულყოფილად იქნება დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
რაც შეეხება საკითხს, რომ იმ დროს როდესაც განცხადებას ამზადებს უმრავლესობა, რატომ ამბობს პრეზიდენტთან კონსულტაციებზე უარს, როგორც გვაჭანტირაძემ განმარტა, განცხადება ეხება "რუსთავი2"-ს, პერზიდენტი კი კონსულტაციებს მართავს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხის შესახებ, რაც უსაფუძვლოა.
"პრეზიდენტის დაპატიჟების მოტივი იყო, რომ კონსტიტუციურ წყობილებას შეიძლება რაღაც საფრთხე დაემუქროს. განცხადება კი ეხება "რუსთავი2"-ს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდოინარე ჩვენ ერთსულოვან პოზიციას დავაფიქისრებთ", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.