ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი: 2016 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ვიქნები

ბიძინა ივანიშვილი: 2016 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ვიქნები

საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის არჩევნებში მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერს. ამის შესახებ ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ გუნდში ახალი სახეების მიღება აუცილებელია.

 

"მომავალ არჩევნებში "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ვიქნები. ამით არავითარ კანონს არ ვარღვევ.ამის უფლება მაქვს, როგორც მოქალაქეს. ყველა ჩემი რესურსით, რაც შემიძლია, მაქსიმაურად დავუჭერ მხარს "ქართულ ოცნებას". მე მათაც ვუთხარი, რომ ამას ვაპირებ.

 

მაგრამ, პარლამენტი უნდა შეიცვალოს. გუნდის წევრებად უნდა დარჩნენ ყველანი და იმექი მაქვს ასეც მოხდება, მაგრამ პარლამენტს ინგლისურენოვანი დეპუტატები უჭირს, რომ ევროპაში გაგზავნონ. რა თქმა უნდა, ახალი ხალხიც უნდა მოვიდეს, უფრო დახვეწილი", - განაცხადა ივანიშვილმა

25-10-2015, 08:51
უკან დაბრუნება