ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი:საარჩევნო წლის დასრულებამდე 139 ახალი საწარმო აშენდა

ბიძინა ივანიშვილი:საარჩევნო წლის დასრულებამდე 139 ახალი საწარმო აშენდა

საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ მთავარ მიღწევად სწორი საფუძვლების დაფუძნებას მიიჩნევს. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა და აქვე განმარტა, რომ აუცილებელია საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს და არსებული ვითარება სწორად გააანალიზოს.

 

"გავიხსენოთ ჯანდაცვა. საოცარი წინსვლა იყო ჯანდაცვაში. ხალხი საავადმყოფოში ვერ მიდიოდა. სახლ-კარს ყიდდა და ღარიბდებოდა.

 

სოფლის მეურნეობა, რომელიც იყო ჩვენი პრიორიტეტები. ოდესღაც ვთქვი, რომ 60 ახალი სარაწმო უნდა აშენდეს. დილით გადავამოწმე და 139 ახალი საწარო აშენებულა და საარჩევნო წელი ჯერ არ დასრულებულა. 700-მდე მცირე და საშუალო საწრმო გარემონტდა. დარჩენილ ერთ წელიწადში ეს რიცხვი შესაძლოა 180-მდე ავიდეს. 2012 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობაზე 51 მლნ დოლარი ჰქონდათ გამოყოფილი. მილიარდზე მეტი დაიხრჯა 2 წელიწად ნახევარში ამ მიმართულებით. 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

 

პრობლემა დღეს არის ის კი არა, რომ რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ სამოქალაქო დაპირისპირებაზე, არამედ ის, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რომ მაქსიმუმი კეთდება იმის, რისი გაკეთებაც იყო რეალურად შესაძლებელი. არც ისე უნდა იყოს, რომ დღეს შვეიცარია მოგვინდეს 2 წელიწადში.

 

რაც მთავარია, ყველაფერი სწორ კალაპოტში ჩაჯდა. კერძო საკუთრებაა დაცული. ბიზნესში ფავორიტი არავინ არ არის. ყველა საჯარო მოხელის ვალდებულებაა ლობირება გაუწიოს ნებისმიერი სახის ბიზნესს და ჯიბეში არ ჩაუძვრეს. სწორი საფუძველი დაფუძნდა იმისა, რის ხარჯზეც აშენდა განვითარებული ევროპა და ამერიკამ მიაღწია წარმატებას", - განაცხადა ივანიშვილმა. 

25-10-2015, 08:55
უკან დაბრუნება