საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მის რეიტინგსა და პოპულარობას "ნაციონალური მოძრაობა" უნებლიედ ხელს უყწობს. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა და აქვე დასძინა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ივანიშვილს თითქმის კანონთან ათანაბრებს.
"ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიწევს ყველაზე დიდ სამსახურს. "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ძალადობდა და დღესაც ვერ ჩერდება, ისევ ბობოქრობს, ეს ფონი საზოგადოებას ჩემი პიროვნების დავიწყების საშუალებას არ აძლევს. რამეთუ, მე გარკვეული როლი ვითამაშე მათ გასტუმრებაში, არჩევნების გზით.
გაიხსენეთ ახალაიას სასამართლო, მერაბიშვილის სასამართლო, უგულავას ან ნებისმიერი სხვა თემა. ყველაფერს მე მაბრალებენ, ყველა ბრალდების ადრესატი მე ვარ პიარადად. სწორედ ეს იძლევა საფუძველს, რომ საზოგადოებაში ისევ ძალიან დიდი პოპულარობა და ნდობა მაქვს. მათი გინება და წყევლა, სწორედ ლოცვად მოდის საზოგადოების მხრიდან. ისეთი უნჭოები არიან ესეც ვერ გააცნობიერეს. სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ აგდებს ჩემს პოპულარობას. რაში მჭირდება მე პირადი პატიმრები. ყველამ იცის, რომ პირადი აპტიმრები კი არ არიან, კანონის პატიმრები არიან. მათ კანონი დაარღვიეს. "ნაციონალური მოძრაობა" ლამის კანონთან მათანაბრებს. მათ მე საზოგადოებაში ჭარბი ნდობა შემინარჩუნეს", - განაცხადა ივანიშვილმა.