ივერიონი / თემურ შაშიაშვილი: რატომ არ მიწვევენ ქართულ ტელევიზიებში?

თემურ შაშიაშვილი: რატომ არ მიწვევენ ქართულ ტელევიზიებში?

„მედიასაშუალებები მხოლოდ ნეგატივზე არიან ორიენტირებული და მიყვებიან ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს“, - სამართლიანად აღნიშნა თავის გამოსვლაშის აქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი საინფორმაციო სივრცის ნეგატიურობასა და   აგრესიულობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს. იგი ხაზს უსვამს, რომ ტელევიზია მუდმივად აშუქებს ერთი და იგივე სახის პოლიტიკოსებს, რომლებიც ქუჩასა და ძალადობაზე არიან ორიენტირებულნი. 

 

„არაერთხელ გამოსვლებში ხაზი გამისვამს, რომ სამწუხაროდ, საინფორმაციო სივრცე განსაკუთრებით სატელევიზიო, ნეგატივზეა ორიენტირებული. თვით  სახელმწიფო საინფორმაციო სივრცეც ნეგატივზეა ორიენტირებული, ასე ქვეყანა ვერ წავა წინ! დღეს არადა, მომავლის საქართველოზე და პოზიტივზე ორიენტირებული საინფორმაციო სივრცე უფრო საჭიროა. შეხედავ პრესას, ტელევიზიას და  ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის - ამ ბრძოლაში დაიკარგა საქართველო. 

 

- გადახედეთ, მთელი სატელევიზიო სივრცე უჭირავთ მყვირალა პოლიტიკოსებს და საქართველოში ძალადობის წინააღმდეგ ვითომ იბრძვიან და დემოკრატიას ქადაგებენ ის ტელევიზიები, რომლებიც თავად ძალადობაზე არიან ორიენტირებულები. თუნდაც მათი ტოქშოუები ძალადობის დემონსტრაციაა. ზოგიერთი წამყვანის გამოჩენაც კი უკვე აუდიტორიაზე ძალადობაა…  

 

ამ დანგრეულ ქვეყანაში, ძალადობის პროპაგანდა მიდის ყველა მეტნაკლებად ყურებად ტელევიზიებში - მუდმივად  საუბრობენ, ვინ ვის ესროლა, მოკლა, მოიპარა, ამ დროს პოზიტივზე არავინ ლაპარაკობს... ტრაგედიაა, რომ  საინფორმაციო სივრცე ებრძვის  ყველაფერს  ქართულს, სამწუხაროდ, დღეს ყველა ტელევიზია „რუსთავი 2“-ს დაემსგავსა.“   

 

„რუსთავი 2“, რომელიც ნაციონალების დროს სულ იძახოდა, რომ ქვეყანა შენდებაო, დღეს იმის მტკიცებაშია, რომ ქვეყანა დაინგრა.  

 

ორად გაიყო  ქვეყანა: ნაცები ამბობენ, რომ აშენებული ქვეყანა დაანგრია „ქართულმა ოცნებამ“, „ქართული ოცნება“ საპირისპიროს ამტკიცებს. მე ვეთანხმები შეფასებას, რომ „მოქალაქეთა კავშირმა, „აღორძინებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ დააქციეს ქვეყანა, მაგრამ ვერ აშენებს „ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას.  არ მინდა ვიყო ნეგატიურად განწყობილი, შესაძლოა სწორედ ეს  არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ არ მიწვევენ სხვადასხვა ტელევიზიებში სასაუბროდ, რადგან ისინი სწორედ ნეგატივზე არიან ორიენტირებულნი,  მე კი მხოლოდ კეთილგანწყობით გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებებს.“ 

 

26-10-2015, 10:54
უკან დაბრუნება