ივერიონი / ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა 3 დეკემბრისთვის გადაიდო.


ბრალდებულის ადვოკატის ლალი აფციაურის პირველივე შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადების შესახებ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დააკმაყოფილა.


აფციაურის განმარტებით, ადვოკატები კარგად არ იცნობენ საქმის მასალებს, სწორედ ამ მიზეზით მოითხოვეს მათ საქმის გონივრული ვადით გადადება.


ირაკლი ოქრუაშვილს დამატებით სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი  და მეორე ნაწილით, ასევე 236-ეს მუხლის პირველი და მეორე ნაწილით წაუყენეს ბრალი.

20-11-2012, 17:10
უკან დაბრუნება