უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია.
"კადრების გავრცელებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ამ კადრებთან დაკავშირებით მარტო ჩვენი ფსიქიკა არ არის მოუმზადებელი - ეს ახალგაზრდებისთვისაც დამაზიანებელია, მაგრამ მთავარ თემად ამის წამოწევა და ის, რომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რაღაც საშინელებასთან გვაქვს საქმე, არ შეიძლება. ეს არის უბედურება, რომელზეც გაცილებით მკაცრად უნდა ვისაუბროთ", - განაცხადა ვოლსკიმ.