იუვალ ფოქსთან შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებსა და ტერორიზმის საფრთხეზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ რთულ ვითარებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოხატა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოვლენების გამო და მოლაპარაკების გზით მშვიდობის მიღწევის იმედი გამოთქვა.
„ქართველი ერი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ისრაელისა და პალესტინის ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. რაც შეიძლება სწრაფად უნდა განიმუხტოს სიტუაცია, რათა აღარ განმეორდეს ძალადობის ესკალაცია და აღდგეს მშვიდობიანი პროცესები. ისრაელს, ისევე როგორც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს, უფლება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები სარაკეტო დარტყმებისგან. იმისთვის, რომ ორმა სახელმწიფომ შეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები“,–განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.