პროკურორთა საბჭოს კანონის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო პირველად, მოქმედებიდან ერთი თვის თავზე, ანუ 29 ოქტომბერს უნდა შეიკრიბოს.
საპროკურორო საბჭო დაკომპლექტებულია და 8 წევრი უკვე არჩეულია.
აღნიშნული კანდიდატები არიან პროკურორები გიგა ძნელაძე, ნათია სონღულაშვილი, გოჩა ფარულავა, კონსტანტინე სირაძე, ანა კალანდაძე, გიორგი გაბოძე, ანზორ რუსტიაძე და მამუკა ფიფია.
საპროკურორო საბჭოს წევრები არასამთავრობო სექტორიდან ადვოკატი ირმა ჭკადუა და პოლიკარპე მონიავა გახდნენ. პარლამენტმა არსამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უკვე უყარა.
სულ პროკურორთა საბჭო 15 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. მათგან 8 პროკურორი იქნება, ორი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ორი დეპუტატი უმცირესობიდან და უმრავლესობიდან, ორი მოსამართლე, ერთი კი, თავად იუსტიციის მინისტრი.