ივერიონი / ეკა ბესელია: მოსამართლე ვალდებულია სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს!

ეკა ბესელია: მოსამართლე ვალდებულია სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს!

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აბსულუტურად დისტანცირებულია სასამართლო პროცესისგან.

 

ბესელია იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

"მოსამართლეს აქვს ერთადერთი მთავარი ვალდებულება, რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის საბოლოო ინსტანცია და ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტური დისტანცირება ხდება პროცესისგან იმიტომ, რომ არ გაუჩნდეს არავის იმის განცდა, რომ მოსამართლეზე ხელისუფლების მხრიდან რაიმე ტიპის გავლენას აქვს ადგილი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

29-10-2015, 11:08
უკან დაბრუნება