უფლებადამცველი ლალი აფციაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს გარდაცვლილი პატიმრის ფოტოს და კომენტარის სახით წერს:
"ნაცებო და მხარდამჭერებო! 2009 წელს ეს ადამიანი ციხეში წამებით რომ მოკალით და ყველგან, სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, დავდე დოკუმენტური მტკიცებულებები, თავისი ჟურნალისტური გამოძიებით, რატომ არ დაიწყეთ გამოძიება?.. "რუსთავი 2" მაშინ რატომ არ აღშფოთდით? ეს ადამიანი არ არის ნაწამები? ეს ადამიანი არ არის წამებით მოკლული? თუ ესეც დადგმული კადრებია?.. ასეთი კიდევ ბევრია და ეს იცის რამდენიმე ათასმა ყოფილმა პატიმარმა, მათი ოჯახების წევრებმა, ახლობლებმა და ა.შ." - წერს აფციაური.