თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ისინი საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილს ქრთამის აღების ბრალდებით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.