ივერიონი / რამ გააოცა ამერიკა და რა სურს სააკაშვილს?

რამ გააოცა ამერიკა და რა სურს სააკაშვილს?

"ვიღაცებმა თქვეს, თითქოსდა ჩვენ ამერიკიდან დაგვირეკეს და ამიტომაც დავთმეთ ხელისუფლება. სრული სისულელეა! მე არავის დარეკვა არ მჭირდება, ამერიკელები გაოცებულები დარჩნენ საქართველოში ჩატარებული  საპარლამენტო არჩევნების შედეგებით", _ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდა პარლამენტარებთან შეხვედრაზე განაცხადა.


"მე მინდა, საქართველო ისეთი ქვეყანა იყოს, სადაც ხელისუფლების შეცვლის გამო კი არ იჭერენ და კლავენ, არამედ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება და ვიაროდ ქვეყნის კეთილდღეობის მიმართულებით", _ ისურვა პრეზიდენტმა.


მან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა: მე შევხდი ამ შენობაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და განვუცხადე, რომ ვითანამშრომლებ მასთან. ასევე გავუგზავნე ჩემი გზავნილი მინისტრთა კაბინეტს, რომ მზად ვარ ვიარო ქვეყნის განვითარების გზაზე!"

20-11-2012, 19:18
უკან დაბრუნება