“ივერიონს“ ესაუბრება ექსპერტი სოსო ცინცაძე
-ბატონო სოსო, იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დაწყებულია. მაინცდამაინც ახლა რატომ იღებს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას?
- სააკაშვილისთვის ეს დიდი ტრაგედია არ იქნება, ის მაინც ვერ ჩამოდიოდა აქ,ამ ხელისუფლების პირობებში, ხელისუფლება თუ შეიცვლება, ჩამოსვლასაც შეძლებს და არჩვენებში მონაწილეობასაც.
საქართველოს კანონმდებლობით, ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამოსართმევად მყარი იურიდიული მტკიცებულება უნდა გააჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე ხელაღებით მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. თუ ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყება-შეთქმულება ბრალდება, ეს უნდა დამტკიდეს, თუ არ დამტკიცდა, მას სიკვდილიც რომ მიუსაჯონ, მოქალაქეობას ვერ ჩამოართმევენ. ასე რომ , ჩვენს ხელისუფლებას იმ დადგენილება-დასაბუთების გამოქვეყნება მოუწევს, სადაც განმარტავს, რატომ ჩამოართვა სააკაშვილს მოქალაქეობა.
-როგორ შეაფასებთ უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომლებიც სააკაშვილი ბოკერია-სააკაშვილი გვარამის საუბრებს ეხება?
-ვიზიარებ საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციას, რომ მას არ სჯერა ასეთი უავტორო განცხადებების. ნებისმიერი ინფორმაციის ავტორი ნდობას უნდა იწვევდეს. მაგალითად, ჩემს თვალში ნდობას არ იწვევს ზურაბ ტყემალაძის განცხადება ჩვენ ეფექტური მთავრობა გვყავს და ხელფასიც ეფექტური გვეკუთვნისო. ეს ჩემთვის ნდობას კი არა, აბსოლუტურ უნდობლობას იწვევს. ჯერ ერთი, არ ვიცი, რას ნიშნავს “ეფექტური ხელფასი“, მით უფრო, არ ვიცი, რა ნიშნავს “ეფექტური მთავრობა“, როცა საქართველოში მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია, ხოლო მეორე ნახევარი წამლებისა და სამედიცინო მომსახურების გარეშეა მიტოვებული.
-ბატონო სოსო, ნიკა გვარამიამ მასა და სააკაშვილს შორის გამართული საუბრის ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.
-კი, მაგრამ, გვარამიამ და ბოკერიამ ისიც თქვეს, იმაზე ვსაუბრობდით, რაც არასოდეს დაგვიმალავსო. სააკაშვილსაც შეუძლია თქვას, თავდაცვას ვგულისხმობდი, თუ ვინმე “რუსთავი 2-ის“ ტერიტორიაზე შეიჭრებოდაო. ეს ჰოპითეზური სიტუაციაა. ყველას შეუძლია თქვას, თუ ვინმე მოვა ჩემს მოსაკლავად ან გასაუპატიურებლად, თავს დავიცავ ყველანაირი საშუალებითო, მაგარამ ამისთვის მათ ვერავინ გაასამართლებს.
-სახელმწიფოს აქვს თუ არა კანონირი უფლება, უსმენდეს სხვათა კერძო საუბრებს და იწერდეს მის ვიდეოვერსიებს?
-როცა პარლამენტში იხილებოდა ე.წ. მოსმენების საკითხი, ვერ გავიგე, რა გადაწყდა საბოლოოდ, როგორც ირაკლი აბაშიძე ამბობდა ხოლმე “ქეც აქვს, ქეც არაო!“
ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ მას არავისთვის მოუსმენია და უკრაინის მხარეს სთხოვს, დაადგინოს ვინ ვის მოუსმინა. უკრაინა ამას ვერანაირად ვერ დაადგენს, რადგან კვალი მოსკოვში მიდის.
კარგად გვახსოვს, საზოგადოება დაზაფრული იყო, როცა პირველად გაიგო, რომ უსმენდნენ. როცა ნიკა გვარამია იყო პროკურატურაში, მაშინ სიტყვა “ფარულ ჩანაწერებს“ იყენებდნენ, სიტყვა “მოსმენის“ გამოყენებას ერიდებოდნენ. თუ დღესაც ისევ ძველებურად უსმენენ, რომლის ეჭვიც არსებოს, ეს ხელისუფლებას ღირსებას არ ჰმატებს. რატომ ვივიწყებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ნიქსონი უკანონო მოსმენის მცდელობას გადაჰყვა?
-ე.წ. ციხის კადრების“ თემამ კიდევ ერთხელ შეძრა საზოგადოება. არ არის გამორიცხული, ისინი პერმანენტულად გასაჯაროვდეს. ვინ დგას ამის უკან და ვის აძლევს ხელს მათი გასაჯაროვება?
-უარეს დანაშაულსაც იცნობს მსოფლიო, მაგალითად, გერმანიაში ათასჯერ უარეს დანაშალს ჩადიოდნენ- 6 მილიონი ცოცხალი ადამიანი გაზის კამერებში დაწვეს. მათ კბილებსა და სკალპს აძრობდნენ, ტყავისგან აბაჟურებს ამზადებდნენ. გერმანელებმა დასასჯელი დასაჯესეს ნიუნბერგის პროცესზე. დღეს გერმანიის სკოლებში ყოველდღე არ ასწავლიან და არც ტელევიზიები გადასცემს, რომ აი, თავის დროზე, ჰიტლერმა და სხვა ფაშისტებმა ასეთი რამ ჩაიდიონესო, რადგან ეს ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს.
ამ “ცოცხის კადრების“ გამო ხელისუფლებას მკაცრად უნდა დაესაჯა შემსრულებლები და დამკვეთები, არანაირი შეღავათი არ უნდა მისცემოდა “ბედუკაძე-მედუკაძეს“ და ეს შავი ფურცელი ჩვენი ისტორიისა უნდა გადაგვეშალა. გავა 2 წელი, მოვა სხვა მთავრობა და იმანაც შეძლება გვაჩვანოს რაღაც ახალი ამ საკითხთან დაკავშირებით.
არ მესმის იმ სადისტური მიდრეკილებანის, რომელსაც ამჟღავნებს ზუგდიდის მერი, რომელმაც ეს კადრები საჯაროდ აჩვენა და თავი იმით იმართლა, რომ ეს კადრები ყველამ უნდა ნახოს, რათა უკეთ გავიგოს, საიდან მოვდივართო. მე სრულებითაც არ მიმაჩნია, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლლები, მეგობრები, კოლეგები და ნაცნობები იმ “ციხის ცოცეხებიდან“ მოვდივართ. ზუგდიდის მერს ეტყობა, იქიდან მოდის, რადგან მიაჩნია, რომ ცოცხების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში და გახდა ზუგდიდის მერი.
ესაუბრა ია ჯღარკავა