ივერიონი / სალომე ზურაბიშვილი:რა საჭირო აჟიოტაჟის არაფრიდან შექმნა

სალომე ზურაბიშვილი:რა საჭირო აჟიოტაჟის არაფრიდან შექმნა

სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოს რაიონში გამართულ შუალედურ არჩევნებს აფასებს. მისი თქმით, საგარეჯოში ბევრი ისეთი დეტალი გამოიკვეთა, რამაც გარკვეული დაძაბულობა შექმნა. ზურაბიშვილის განცხადებით, თითქმის ყველა ევროპულ  ქვეყანაში შუალედური არჩევნები უმრავლესობის კანდიდატთა მარცხით მთავრდება, ამიტომ "რესპუბლიკური პარტიის" ასეთი დიდი აქტიურობა საგარეჯოში საზოგადოებაში ეჭვს იწვევს.

 

"საგარეჯოს უბნებზე რა მოხდა და რა არა ვერ დავდებ თავს ამაზე, გაყალბება მოხდა თუ არა ესეც არ ვიცი...

მაგრამ...

მაინტერესებს - ვინმემ მიპასუხოს - რა საჭირო იყო მაინდამაინც რესპუბლიკელის დასახელება საგარეჯოში ინაშვილის პარტიის მეტოქედ (ნუთუ ადგილობრივი არავინ მოიძებნა რომელიც კოალიციის და არა ერთი - და არა ყველაზე პოპულარულ პარტიის- სახელით გამოვიდოდა)?

რა საჭირო იყო რომ მაინდამაინც კანდიდატი "ხიდაშლი" ყოფილიყო და გაჩენილიყო ამის გამო ეჭვი ნათესავურ კავშირების? რა საჭირო იყო რომ თინა ხიდაშელი, უსუფაშვილი ჩასულიყვნენ და გაჩენილიყო ეჭვი რომ რესპუბლიკელები ამ შემთხვევაში იცავდენენ უფრო პარტიის ინტერესებს ვიდრე კოალიციის (არაფერი რომ ვთქვა ქვეყანაზე)?

რა საჭირო იყო რომ არჩევნების დღეს ნეცების მსგავსად ადგილზე გამოჩენილიყვნენ მთავრობის წევრები (ამას ხომ თავის დროზე ვაკრიტიკებდით როგორც ადმინისტრაციულ რესუსრების გამოყენებას) და თვით შტაბში ხიდაშელს ეთვალა (მეორე) ხიდაშელის ხმები?

რა საჭირო იყო მაინდამაინც ჯარისკაცებისთვის დისლოკაციის ადგილზე უბნის ეხლა გახსნა როცა ნაცებისმეირ საარჩევნოდ გახსნილ სპეც უბნებს ვგმობდით?

მოკლედ რა საჭირო აჟიოტაჟის არაფრიდან შექმნა, ქვეყნის საარჩევნო იმეჯის შელახვა , რა საჭირო იმის ჩვენება რომ თურმე "ინაშვილის ესოდენ ეშინიათ"?

ნეტავ არ შეიძლებოდა ჩვეულებრივად ჩაეტარებინათ ეს არჩევნები, დაეთმოთ ეს ადგილი ან უპარტიო კოალიციის წარმომადგენლისთვის ან თუნდაც ინაშვილისთვის , იმის მიხედვით თუ რაც საგარეჯოელები გადაწყვეტდნენ... და ამითი მაგალითი მიეცათ ყველასთვის რომ უმრავლესობა არ აპირებს საპარლამენტოზე მონოპოლიის დამკვიდრებას...

და თუ გადავხედავთ სხვა ევროპულ ქვეყნების გამოცდილებას, დავინახავდით, რომ ყველგან უმრავლსობა და მმართველი პარტია შუალედურ არჩევნებს აგებს და სერიოზულ უკუსვლას განიცდის... ეს არის ჯამრთელი პროცესი, ამომრჩევლის უკმაყოფილობის გამოხატვის ფორმა და დროული გამოსწორების წინაპირობა.... მაგრამ?"- აღნიშნავს ზურაბიშვილი. 

2-11-2015, 11:09
უკან დაბრუნება