ივერიონი / პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

ფონდის "ივერიისა" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დღეს "არტ გალერეაში" აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. 

 

 ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული "არტ გალერეაში" აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობაზე ინფორმაციას მიაწვდის. 

ფონდის ინფორმაციით, ტაძრის კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია. 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა. ამჟამად კარიბჭის მშენებლობა და ტაძრის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ფონდის ინფორმაციით, მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას შეუწყობს ხელს, აშენდება მუზეუმიც. 

"ეს, მართლაც უნიკალური მშენებლობა და სახალხო აქციაა, რადგან ტაძარს მთელი საზოგადოება, საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევით ვაშენებთ. ფონდ ,,ივერიისას", მიერ შემოთავაზებული უნიკალური სქემა ყველა ადამიანს აძლევს აქციაში თანაბარი მონაწილეობის საშუალებას. ნებისმიერი შემომწირველი, შეწირული თანხის ოდენობის მიუხედავად, 1 ლარს წირავს თავის სახელზე, ხოლო დანარჩენ თანხას - თავისი ახლობლების, ოჯახის წევრების, გარდაცვლილი წინაპრების ან სოციალურად დაუცველი ადამიანების სახელზე. იქმნება სპეციალური წიგნი, რომელშიც მილიონობით აღმშენებლის გვარ-სახელი შევა. მანამდე ეს გვარ-სახელები იტვირთება ფონდის სპეციალურ საიტზე წწწ.MAKHATA.GE", - აცხადებენ ფონდში.

 

2-11-2015, 12:18
უკან დაბრუნება