ივერიონი / თამარ ხიდაშელი: უჯარმის ხმები რომც არ ჩათვალონ, მე მაინც გამარჯვებულად ვრჩები!

თამარ ხიდაშელი: უჯარმის ხმები რომც არ ჩათვალონ, მე მაინც გამარჯვებულად ვრჩები!

პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საგარეჯოს  შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულმა, თამარ ხიდაშელმა ბრიფინგი ჩაატარა.

 

ბრიფინგზე, ხიდაშელმა შუალედური არჩევნების მიმდინარე პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ მისთვის ეს გამარჯვება მოსალოდნელი იყო. ხიდაშელის თქმით, არჩევნების მიმდინარეობის პროცესში ოპონენტი შტაბის მხრიდან იმენდნენ არაერთ ბრალდებებს, რომლებზეც დამაჯერებლად პასუხობდნენ.

 

ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა კენჭისყრის დღეზეც. მისი თქმით, ისინი ელოდნენ პროვოკაციებს, რასაც ნამდვილად ქონდა ადგილი: „ირმა ინაშილის შტაბის წარმომადგენლები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მიცვივდნენ რამდენიმე საარჩევნო უბანზე. ისინი უბანთან შეკრებილ ხალხს აგინებდნენ და პროვოკაციებს აწყობდნენ. ამის თაობაზე ინფორმირებულები იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.“

 

გამარჯვებული კანდიდატი აცხადებს, რომ ხმების დათვლა ნორმალურ, მშვიდ პირობებში წარიმართა, თუმცა პრობლემები იყო მეცამეტე უბანთან დაკავშირებით- ეს არის უჯარმის უბანი, სადაც სპეციალური უბნიდან მოტანილ ბიულეტენებს ითვლიდნენ: „დღეის მდგომარეობით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მე ვლიდერობ. მე მაქვს 49,9%, ხოლო ქალბატონ ირმა ინაშვილს 45,83%. და იმ შემთხვევაშიც, თუკი უჯარმის შედეგებს რაიმე სახის საფრთხე დაემუქრება, რასაც გამოვრიცხავ, ანუ ეს ხმებიც რომ არ ჩავთვალოთ, მე მაინც წინ ვარ“- განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

 

მედეა შელია

 

 

 

2-11-2015, 15:05
უკან დაბრუნება