ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა გამართა და შინ 81:72 დაამარცხა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერი "ორლანდო მეჯიქი".
ზაზა ფაჩულია თამაშში სათადარიგოს სტატუსით ჩაერთო და 22 წუთში 8 ქულა, 11 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ქართველი ცენტრი თავისიანთა შორის საუკეთესო იყო მოხსნებში.
"ატლანტას" სადღეისოდ 9 თამაშში 5 გამარჯვება აქვს და აღმოსავლეთში 15 გუნდს შორის მე-7 ადგილზეა. ფაჩულიამ უკლებლივ ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა და მისი შედეგიანობა 25,4 წუთში საშუალოდ 5,9 ქულას, 7,4 მოხსნას და 1,7 პასს შეადგენს.